2026-09-14

14:14

ანა წითლიძე - გამოჩნდა, რომ მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს - „ქოცებს“ მინდა ვკითხო, რომელ 10 მცნებაში ჯდება მკვდარი პატრიარქის გაძარცვა?

14-09-2026 12:20

მაშინ, როდესაც „ქოცები“ გვიმტკიცებენ, რომ მთავარი მართლმადიდებლები არიან, მთავარი ქრისტიანები არიან, აქეთა მხარეს ყველა უსამშობლო ვართ და არაეკლესიურები ვართ და ასე შემდეგ, გამოჩნდა, რომ მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს - „ქოცებს“ მინდა ვკითხო, რომელ 10 მცნებაში ჯდება მკვდარი პატრიარქის გაძარცვა?- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს „რუსთავის ციხის გზას“ გაუყენებენ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მიყვება.

მამუკა მდინარაძის დრო „ქართულ ოცნებაში“ დასრულდა და დიდი ალბათობით, მას გაუყენებენ რუსთავის ციხის გზას, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძეც ძალიან მალე მიჰყვება.

მაშინ, როდესაც „ქოცები“ გვიმტკიცებენ, რომ მთავარი მართლმადიდებლები არიან, მთავარი ქრისტიანები არიან, აქეთა მხარეს ყველა უსამშობლო ვართ და არაეკლესიურები ვართ და ასე შემდეგ, გამოჩნდა, რომ მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს. მაშინ, როდესაც მთელი ერი ვგლოვობდით პატრიარქის გარდაცვალებას, მაშინდელმა კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ და „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს. მე „ქოცებს“ მინდა ვკითხო, რომელ 10 მცნებაში ჯდება მკვდარი პატრიარქის გაძარცვა?“ - განაცხადა ანი წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები