2026-09-12

19:34

საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაშავდა 44 ადამიანი

12-09-2026 14:07

საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაშავდა 44 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამგზავრო მატარებელი ნორმანდიაში, რუანსა და კანს შორის გადაადგილდებოდა, როდესაც ლიანდაგიდან გადავიდა.

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ განაცხადა, მატარებელში დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა.

მისი თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ მატარებელი ლიანდაგიდან ამოუცნობ ობიექტთან შეჯახების შემდეგ გადავიდა.

საფრანგეთის რკინიგზის ოპერატორმა SNCF-მა ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები