გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის საფრანგეთში ვიზიტზე - ერთადერთი, რაც დღეს ქართულ საგარეო პოლიტიკას ათასში ერთხელ გამოსდის, ეს არის სადღაც ფოტოში მოხვედრა
ეს არის მორიგი „ქოცური“ გასეირნება ევროპაში ფოტოების გადაღების მიზნით, რაც სამწუხაროდ, ქართული ეროვნული ინტერესებისთვის ვერანაირ სიკეთეს ვერ მოიტანს, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საფრანგეთში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საგარეო პოლიტიკა ემსახურება ათასში ერთხელ ფოტოში მოხვედრას და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.
„ჩვენ გვახსენდება, თუ როგორ ცდილობს „ქოცური“ ვირეშმაკობით ეს რეჟიმი საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს „ქოცურ“ ფასად, ანუ, არაფრის გაკეთების პირობებში, ევროპასთან ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი. ყველამ ვნახეთ, რომ ეს არის ერთი დიდი მითი. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ „ქოცურ“ ფასად, ამ ვირეშმაკური ხრიკებით ეს რეჟიმი ვერ შეძლებს ურთიერთობების ნორმალიზებას ვერც ერთი არსებითი თვალსაზრისთ. ერთადერთი, რაც დღეს ქართულ საგარეო პოლიტიკას ათასში ერთხელ გამოსდის, ეს არის სადღაც ფოტოში მოხვედრა, მაგრამ არცერთი საგარეო პოლიტიკური ინტერესი, ეროვნული სიკეთე, არც საგარეო ვაჭრობის, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია არ ხდება ამ პოლიტიკის პირობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს საგარეო პოლიტიკა ემსახურება ათასში ერთხელ ფოტოში მოხვედრას და არა ქართველი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე“,-განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ნანახია: 91
მსგავსი სიახლეები
clickss