2026-09-09

11:13

ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია

09-09-2026 09:59

ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალის“ ტერიტორიაზე გაჩნდა.

„ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალი“ ნოვოროსიისკის საზღვაო-სავაჭრო პორტის ნაწილია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ტონას შეადგენს.

ნოვოროსიისკის მოსახლეობის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ნოვოროსიისკის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ხანძრის გაჩენის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მიყენებული ზიანის მასშტაბი არ დააკონკრეტა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები