2026-09-07

15:38

კახა კალაძე - ტრამვაის დაბრუნებით დედაქალაქისთვის მომავლის სატრანსპორტო სისტემა შეიქმნება

07-09-2026 13:30

ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი, ამიტომ მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნებით პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც სამუშაოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებების შესახებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრამვაის ხაზის მშენებლობა პროექტირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამვაის დაბრუნებით დედაქალაქისთვის მომავლის სატრანსპორტო სისტემა შეიქმნება.

„რასაკვირველია, ტრამვაის ერთი ხაზი დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ამის თქმას არც ვაპირებთ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი.

წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნებით პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც სამუშაოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებების შესახებ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს. მთავარი ის არის, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ.

დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს.

მინდა წარმატებები ვუსურვო თურქულ კომპანიას, ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები