უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოჭის მახლობლად რუსეთის საჰაერო თავდაცვის დივიზიონს შეუტიეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 სექტემბრის ღამეს სოჭის მახლობლად ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის დივიზიონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამხედრო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოჭის მაცხოვრებლების განცხადებით, ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა.
OSINT-ის ანალიზის თანახმად, ხანძარი „აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ფსოუსთან ახლოს, სოფელ სირიუსთან გაჩნდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ მდებარეობს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 ან С-400.
გარდა ამისა, სოჭში ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზეც.
ნანახია: 30
მსგავსი სიახლეები
clickss