2026-08-25

18:47

კომპანია AGE S.A.-მ საქართველოში „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა

25-08-2026 16:48

კომპანია AGE S.A.-მ Dhabi Group-თან გააფორმა იურიდიული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოში სს „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ შეძენას გეგმავს.

AGE S.A. ლუქსემბურგში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც Arins Group LLC-ის ეკოსისტემის ფარგლებში ოპერირებს. Arins Group LLC სომხეთში მოქმედი წამყვანი ფინანსური ჰოლდინგია, რომლის შვილობილი კომპანიები მომხმარებლებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსურ მომსახურებებს სთავაზობენ.

სს „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ შეძენის შესახებ შეთანხმება ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და მიზნად ისახავს საქმიანობის გაფართოებას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე, მომსახურებების შემდგომ განვითარებასა და რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

რეგიონული გაფართოების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად საქართველო შეირჩა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძლიერი დინამიკის, მდგრადი და დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების გათვალისწინებით. მზარდი კომპანიისთვის მეზობელ ქვეყანაში გაფართოება განვითარებისკენ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯია.

სს „ტერაბანკის“ შეძენა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერების, კორპორაციული საბანკო მომსახურებების გაფართოებისა და საცალო საბანკო მიმართულების შემდგომი განვითარებისათვის.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა, ჰოლდინგისთვის ტურიზმის სექტორში სტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ხაზს უსვამს AGE S.A.-ის გრძელვადიან ინტერესს საქართველოს მიმართ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მზაობას.

ტრანზაქციის დასრულება ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის მიღებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი პროცედურების დასრულებას.

 

AGE S.A.-სა და Arins Group LLC-ის შესახებ

AGE S.A. ლუქსემბურგში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც Arins Group LLC-ის ეკოსისტემის ფარგლებში ოპერირებს. Arins Group თავისი ძირითადი კომპანიების — Ardshinbank OJSC-ის, Armenia Insurance LLC-ისა და Arins Capital Fund-ის — მეშვეობით მომხმარებლებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსურ მომსახურებებს სთავაზობს.

2026 წლის 30 ივნისის მონაცემებით, Arins Group-ის წმინდა აქტივების მოცულობა 1.635 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჯგუფის მთავარი კომპანია — Ardshinbank, რომლის აქტივები 2026 წლის 30 ივნისის მონაცემებით 7.792 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო კაპიტალი 1.072 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, — სომხეთის წამყვანი ბანკია. ბანკი მომხმარებლებს უნივერსალური საბანკო მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს საცალო, კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესის, კერძო და საინვესტიციო საბანკო მიმართულებებით.

Ardshinbank ერთადერთი არასუვერენული სუბიექტია სომხეთში, რომელსაც რეიტინგი სამი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან აქვს მინიჭებული: S&P Global Ratings — BB- (Stable), Moody’s — Ba3 (Positive) და Fitch — BB- (Positive).

Ardshinbank ასევე ერთადერთი არასუვერენული სუბიექტია სომხეთიდან, რომელსაც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ევრობონდების არაერთი ემისია განუხორციელებია. ბოლო, 600 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ემისიის ფასი 2026 წლის 14 იანვარს განისაზღვრა.

ბანკის აუდიტს წლების განმავლობაში „დიდი ოთხეულის“ (Big Four) აუდიტორული კომპანიები ახორციელებდნენ, ამჟამად კი მას Ernst & Young ახორციელებს. Ardshinbank ასევე სანდო პარტნიორია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისთვის, მათ შორის Citibank-ისა და Bank of New York Mellon-ისთვის — აშშ დოლარში ანგარიშსწორების მომსახურების მიმართულებით, ხოლო Commerzbank-ის, UniCredit-ისა და Intesa Sanpaolo-სთვის — ევროში ანგარიშსწორების მომსახურების მიმართულებით.

Armenia Insurance სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც სომხეთის მასშტაბით 112,000-ზე მეტი მომხმარებელი და აგენტების ფართო ქსელი ჰყავს. კომპანია წმინდა მოგებისა და მომგებიანობის მაჩვენებლებით ბაზრის ლიდერია.

Arins Capital Fund ექვსი ქვეფონდისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული საინვესტიციო სტრატეგია აქვს და რომელთა აქტივების საერთო მოცულობა [1.017 მლნ/მლრდ აშშ დოლარი — გადასამოწმებელია] აღემატება.

 

Arins Group-ს შესყიდვებისა და შერწყმების (M&A) მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, მათ შორისაა 2024 წელს HSBC Armenia-ს შეძენა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები