2026-08-22

11:39

რუსეთის მიერ კრივი-რიჰში დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 130 კი დაშავდა

22-08-2026 10:11

რუსულმა ჯარებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე ორი დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა, მათ შორის 23 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდაპირველად ცნობილი იყო 5 გარდაცვლილის შესახებ.

მოგვიანებით კი დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია.გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმა გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განახორციელეს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები