2026-08-21

11:55

რუსეთის ქალაქ პერმში დრონებით იერიში განხორციელდა

21-08-2026 09:54

 რუსეთის ქალაქ პერმში, სადაც კომპანია „ლუკოილის“ მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „პერმნეფტეორგსინტეზი“ მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა. ინფორმაცია უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსული მედიის ინფორმაციით, რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. შეტევის გამო პერმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით, ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ზარალისა და დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები