2026-08-20

14:57

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, დაშავებულია 33 ადამიანი

20-08-2026 09:40

კიევზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 33-ს აღწევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დედაქალაქზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს. იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და საბავშვო საავადმყოფო.

ნანგრევების ქვეშ სამაშველო და საძიებო ოპერაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რის გამოც დაშავებულთა და მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები და მედიკოსები. 

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები