2026-08-13

13:55

გომის მთაზე მომხდარი ავარიისას ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის

13-08-2026 10:50

გვიან ღამით, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 6 პაციენტი პედიატრიული ასაკისაა.

ამის შესახებ კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ  განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთაგან 2 ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მათ შორის ერთი ბავშვი.

ექიმის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

„დილის 05:00 საათზე შემოიყვანეს 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის. ინტენსიურში მყოფებს მცირე ზომის სისხლჩაქცევა უფიქსირდებათ, კონტაქტურები არიან, საოპერაციო არცერთი მათგანი არ არის. ბავშვების კლინიკიდან გაყვანა შესაძლებელია, თუმცა არ ვიცით, ზოგიერთის მშობლები სად არიან, რამდენიმე მათგანის მშობელი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვების ასაკი 4-დან 15 წლამდეა”, - აღნიშნა ექიმმა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, რამდენიმე დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაშიც გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, წუხელ, გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები