2026-08-10

12:39

რუსეთის მიერ სუმის დაბომბვის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

10-08-2026 10:02

ღამით, რუსეთის ძალებმა ქალაქ სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მართვადი ავიაბომბებით (კაბ) ხუთი დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვოსა და ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი კრივოშეენკოს ინფორმაციით, იერიშები ქალაქის ორ რაიონში — ზარეჩნისა და კოვპაკოვსკიში დაფიქსირდა.

დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები.

სერგეი კრივოშეენკოს განცხადებით, დაშავებულებს შორის არის 14 წლის გოგონა, რომელსაც მწვავე სტრესული რეაქცია აღენიშნება. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მიმდინარეობს ავიადარტყმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები