ვოლგოგრადში Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრსა და ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ამის შეხებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში დიდი ხანძარი გაჩნდა.
რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების შეტევა მოიგერიეს, ხოლო ხანძარი ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურები. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნანახია: 80
მსგავსი სიახლეები
clickss