2026-07-17

19:36

აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს

17-07-2026 11:45

 აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსის სისტემა უქმდება და მის ნაცვლად ქვეყანაში ყოფნის ფიქსირებული ვადები წესდება.

ახალი წესებით, სტუდენტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეების ვიზების მაქსიმალური ვადა 4 წელი იქნება, ხოლო უცხოელი ჟურნალისტებისთვის - 240 დღე. ჩინეთის მოქალაქე ჟურნალისტებისთვის ეს ვადა 90 დღით განისაზღვრება. ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.

ასევე, სტუდენტებს შესაბამისი ნებართვის გარეშე ეკრძალებათ სასწავლო პროგრამის მიზნის შეცვლა ან სხვა სასწავლებელში გადასვლა, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ აშშ-ის დასატოვებელი ვადა 60-დან 30 დღემდე მცირდება. რეგულაცია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეში ამოქმედდება და კონგრესის განხილვასაც დაექვემდებარება.

ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ და მათი მონიტორინგის გართულებამ განაპირობა. უწყების მონაცემებით, 2024 წელს აშშ-ში 1.8 მილიონზე მეტი სტუდენტური ვიზით შესვლა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები