2026-07-07

20:23

შალვა პაპუაშვილი - "კარგი პროცესია. "ნაციონალური მოძრაობა" დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს

07-07-2026 14:29

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასერიოზული ხალხია.

„ეს, ზოგადად, კარგი პროცესია. მე მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს. რამდენიმე დღის წინ აპლიკაციის პრეზენტაცია ჰქონდათ. აპლიკაციით უნდათ ხელისუფლების ხელში აღება. ეს ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 მ2-იან ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნათქვამს უსმენს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები