საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან იაშარ გიულერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში თურქეთის წვლილი.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნანახია: 416
მსგავსი სიახლეები
clickss