2024-12-23

10:50

შალვა პაპუაშვილი - ჩვენმა თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა

სამხედრო
20-08-2024 18:25

ჩვენმა თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა, შესაბამისად, თქვენ ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული, პატივისცემა დაიმსახურეთ და ეს ყოველთვის ასე იქნება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მე-10 და საკანდიდატო კურსის მე-19 გამოშვებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჯარის გაძლიერება თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. „მოგესალმებით საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საამაყო სასწავლებელში, ადგილში, სადაც ყველაზე მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით ძგერს სამშობლოს მცველთა გულები. გილოცავთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეს და სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებას. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის განსაკუთრებით საამაყოა თავდაცვის ძალების წევრობა. ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, უამრავი ქართველის ოცნება იყო, ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცი. დღეს თქვენთვის ეს ოცნება რეალობად იქცა. გილოცავთ სასწავლო პროგრამების წარმატებით დასრულებას. დღეიდან გექნებათ პატივი და უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭით, თქვენი განათლებით, თქვენი ყოველდღიური ძალისხმევითა და საქმიანობით კიდევ უფრო განამტკიცოთ სამშობლოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი მომავალი.

საქართველოს ჯარის გაძლიერება ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ერისაც და ბერისაც, მთავრობისაც და ხალხისაც, ქალისაც და კაცისაც. ამიტომაცაა, რომ წლიდან წლამდე ვზრდით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, განვამტკიცებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, საუკეთესოდ აღვჭურავთ ჩვენს ჯარს, ვაძლევთ ქვეყანაში საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას.

მთავრობა და პარლამენტი მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფო მშვიდობიანად განვითარდეს და, მეორე მხრივ, კარგად მომზადებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს თავდაცვის ძალები. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ ქართული ჯარის ავტორიტეტი და მისდამი მოსახლეობის ნდობა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალია. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა. შესაბამისად, თქვენ ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული, პატივისცემა დაიმსახურეთ და ეს ყოველთვის ასე იქნება. მადლობას გიხდით ეროვნული თავდაცვის აკადემიის პედაგოგებს, რომლებიც აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერლის, მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, სულს და გულს დებთ თავდაცვის ძალების ოფიცერთა ახალი თაობების აღზრდაში.

განუზომელია თქვენი წვლილი სამშობლოს წინაშე. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულების და სტუდენტების ოჯახების წევრებს. თქვენ მაგალითს გვაძლევთ იმისა, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსადმი ერთგულება. მადლობა თქვენი პატრიოტიზმისთვის, მადლობა ასეთი შვილების აღზრდისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ პატივს – გერქვათ ქართველი ოფიცერი, გისურვებთ მშვიდობიან ცას, რადგან არავინ უფრო უკეთ არ იცის მშვიდობის ფასი, ვიდრე მან, ვისაც ამ მშვიდობის დაცვა აბარია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2024-11-28 18:42
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის შემფასებელთა ჯგუფი ეწვია

გაიმართა უწყებათაშორისი შემაჯამებელი სხდომაც, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში წარმატებით

2024-11-18 16:04
სამხედრო

VIDEO: საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა.

2024-11-06 16:08
სამხედრო

VIDEO: თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას

2024-10-22 12:46
სამხედრო

VIDEO: ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო შეჯიბრში ოქროს მედლები მოიპოვეს

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სპეციალური ოპერაციების

2024-10-11 13:56
სამხედრო

VIDEO/თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა

საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში - ROLE2F „დიდგორი მედევაკით“ ევაკუაცია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები