2025-01-13

13:47

VIDEO: ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა

სამხედრო
31-07-2024 19:45

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა. 
რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, ოპერაციის რაიონის მეთვალყურეობისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. 
სიმულაციური სცენარით გათვალისწინებულ მხარდამჭერ და უსაფრთხოების ოპერაციებში რეზერვისტებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოორდინირებული მოქმედებები სწავლების ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა.

მსგავსი სიახლეები

2024-12-25 16:32
სამხედრო

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით

2024-11-28 18:42
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის შემფასებელთა ჯგუფი ეწვია

გაიმართა უწყებათაშორისი შემაჯამებელი სხდომაც, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში წარმატებით

2024-11-18 16:04
სამხედრო

VIDEO: საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა.

2024-11-06 16:08
სამხედრო

VIDEO: თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას

2024-10-22 12:46
სამხედრო

VIDEO: ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო შეჯიბრში ოქროს მედლები მოიპოვეს

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სპეციალური ოპერაციების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

იანვარი 2025

კვიორშსამოთხხუთპარშაბ

კატეგორიები