2024-09-20

11:29

VIDEO/თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

სამხედრო
02-04-2024 15:08

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები

2024-09-11 16:42
სამხედრო

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს

კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და

2024-09-10 13:12
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან იაშარ გიულერს საქართველოს

2024-09-10 11:59
სამხედრო

თბილისში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისათვის“ მხარდაჭერით: „ცი

სამეცნიერო ვორქშოპის მასპინძლები არიან ლეიდენის უნივერსიტეტი და სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. ვორქშოპში

2024-09-03 18:35
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ზურაბ ფ

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის

2024-09-02 12:09
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები