საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის (MMCC-E) დირექტორი იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალ, დოქტორ შტეფან კოვიცს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა.
ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის სამხედრო სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიგადის გენერალი შტეფან კოვიცი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. MMCC-E ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.
ნანახია: 614
მსგავსი სიახლეები
clickss