იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონეს ვიზიტი საქართველოში
იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ადმირალს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე იტალიის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის, წვლილს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში.
ადმირალი დრაგონე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს გენერალური შტაბისა და იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა ისაუბრეს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე.
ნანახია: 562
მსგავსი სიახლეები
clickss