ბათუმის პორტში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა
სამხედრო
05-03-2024 15:26
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა.
ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ.
ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ თურქული ხომალდის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.
თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.
T.C. Deniz Kuvvetleri Komutanlığı'na ait TCG Yıldırım F-243 adlı askeri gemisi Gürcistan karasularına giriş yaptı.
Limanda düzenlenen TCG YILDIRIM fırkateynin karşılama törenine Acara Özerk Cumhuriyeti Hükümet Başkanı Tornike Rijvadze, Batum Belediye Başkanı Archil Chikovani ve Sahil Güvenlik Birimi Direktörü Ramaz Papidze katıldılar.
Törene Türkiye Cumhuriyeti'nin Tiflis Büyükelçisi Ali Kaan Orbay, Türkiye Cumhuriyeti Batum Başkonsolosu Rıza Kağan Yılmaz, Türkiye Askeri Ataşesi Albay İlhan Öktendural, Denizcilik Taşımacılığı Direktörü Aleksi Akhvlediani, DEİK ofisinde DEIK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze ve diğer yetkililer katıldılar.
ნანახია: 604
მსგავსი სიახლეები
clickss