საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და GCCA-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
თამარ მახარაშვილის თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი და ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდებმა, როგორც საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები. შესაბამისად, სამინისტრო მოსწავლეებს, დაწყებითი საფეხურიდანვე, აძლევს შესაძლებლობას ამ მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება. ასევე, მოსწავლეებში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ სკოლაშია დაგეგმილი მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც უკვე მესამედ იმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
ნანახია: 340
მსგავსი სიახლეები

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე

ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა
ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების

ქართული ენის დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლა „მთაწმინდე
ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამას
საქართველოში იტალიის საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა

პიარსკოლა 18 წლისაა! 2007 წლის 4 აპრილიდან პიარსკოლა სტუდენტებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის
პიარსკოლას 18 წლის არსებობის მანძილზე უკვე 2300 კურსდამთავრებულზე მეტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა
clickss