პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა
განათლება
01-08-2024 11:58
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორს ზექერია გულთექინს შეხვდა.
საუბარი შეეხო ეროვნულ ბიბლიოთეკასა და იუნუს ემრეს ინსტიტუს შორის მომავალ თანამშრომლობას, კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება ერთობლივად დაიგეგმოს.
მხარეებმა ისაუბრეს იუნუს ემრესა და შოთა რუსთაველის პოპულარიზაციაზე ქართულ და თურქულ კულტურულ სივრცეებში.
კონსტანტინე გამსახურდიამ თურქ სტუმრებს წინადადებით მიმართა, რაც შეიძლება მეტი თურქული, როგორც ოსმალური, ისე თურქეთის რესპუბლიკის პერიოდის ლიტერატურა მიაწოდონ ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზს.
შეგახსენებთ, რომ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს, რომელიც მოღვაწეობას 2009 წელს შეუდგა, საზღვარგარეთ 58 კულტურის ცენტრი აქვს. კულტურის ცენტრებში თურქული ენის სწავლებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მხარდაჭერას უწევს თურქოლოგიის სპეციალობასა და თურქული ენის სწავლებას. ჩვენი კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, კულტურის ცენტრების საშუალებით, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი აწყობს უამრავ ღონისძიებებს; ასევე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტ ჩვენს ქვეყანას წარადგენს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე.
ნანახია: 423
მსგავსი სიახლეები
clickss