იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა განიხილეს საქმიანი ურთიერთობები
განათლება
30-07-2024 13:33
მიმდინარე წლის 29 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი, ბატონი ზექერია გულთექინი.
შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან, სადაც განიხილეს გორის უნივერსიტეტსა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, საქმიანი ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების გეგმები და პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს, რომელიც მოღვაწეობას 2009 წელს შეუდგა, საზღვარგარეთ 58 კულტურის ცენტრი აქვს. კულტურის ცენტრებში თურქული ენის სწავლებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მხარდაჭერას უწევს თურქოლოგიის სპეციალობასა და თურქული ენის სწავლებას. ჩვენი კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, კულტურის ცენტრების საშუალებით, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი აწყობს უამრავ ღონისძიებებს; ასევე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტ ჩვენს ქვეყანას წარადგენს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე.
ნანახია: 413
მსგავსი სიახლეები
clickss