2024-12-23

18:37

ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე: ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივა საქართველოში შუალედურ შედეგებს აქვეყნებს

განათლება
16-07-2024 14:48

ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, Skills4Jobs, საქართველოში თავისი საქმიანობის შედეგები წარმოადგინა.

პროგრამის მეორე ეტაპი 2019 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 7 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტით ცხრა პროექტი დაფინანსდა. ეს პროექტები საქართველოს ათასობით მოქალაქეს ეხმარება, საკუთარი უნარები შრომის ბაზრის მოთხოვნებს მოარგოს და წარმატებით დასაქმდეს.  ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. 

დღეისათვის 1,741 ადამიანია დასაქმებული, 6,505-მა გაიარა ტრენინგი საბაზისო უნარების, მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, 9,236-მა მიიღო ინდივიდუალური დახმარება და 1,108 პირმა გაიარა სტაჟირება. ასევე შეიქმნა პროფესიული განათლების 26 ახალი პროგრამა. 90 საჯარო სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში კი კოდირების და ტექ-მეწარმეობის კლუბები დაარსდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები