2024-12-24

05:52

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სიტყვით გამოსვლა “Erasmus+”-ის პროექტ “RE-DIRECTION”-ის პრიორიტეტებს შეესაბამება

განათლება
20-06-2024 14:16

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება – კერძოდ, როგორც ნაწილობრივ, ისე სრულად ონლაინ სწავლება. განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება. შესაძლებელი გახდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაარსება.

აღიშნული ინიციატივები სრულად შეესაბამება “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION “-ის პრიორიტეტებს, მათ შორის განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებას. ამ პროექტის კონსორციუმის მონაწილეა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ. 

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

მინისტრის სიტყვით გამოსვლის შესახებ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=13792&lang=geo

“RE-DIRECTION “-ის Პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები