2024-12-24

18:11

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოში ნანუმის კორეულ ფონდთან“!

განათლება
12-06-2024 10:48
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოში ნანუმის კორეულ ფონდთან“!
10 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოში ნანუმის კორეულ ფონდთან“. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჯიუ პასუხისმგებელი იქნება ფონდის ინტერესების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზებასა და კორეის რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ღონისძიებაში (სემინარი, ვორქშოპი, ტრენინგი და სხვ.) თავისი სტუდენტების ჩართვაზე. თავის მხრივ, ფონდი კი დაეხმარება ჯიუ-ს სტუდენტებს კორეული ენისა და კულტურის საკითხების უკეთ შესწავლაში და აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის ახალი აკადემიური პროგრამების შემუშავების პროცესებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერმა, ასოცირებულმა პროფესორმა ელი ელისაშვილმა და „საქართველოში ნანუმის კორეული ფონდის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ჩანგდონგ კიმმა.

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები