2024-12-25

20:15

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და „ჰუალინგის სპეციალურ საერთაშორისო ეკონომიკურ ზონას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლება
24-04-2024 22:19
დღეს, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ჩინურ კომპანია „ჰუალინგის სპეციალურ საერთაშორისო ეკონომიკურ ზონას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი, ასევე სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამებისა და ბიზნესის ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სტაჟირებას „ჰუალინგის სპეციალურ საერთაშორისო ეკონომიკურ ზონაში“.
ხსენებული კომპანია აქტიურად ჩაერთვება ჯიუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და შემუშავების პროცესში. გარდა ამისა, თავის მხრივ, ჯიუ-ს სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან „ჰუალინგის სპეციალური საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მისასალმებელია, რომ აღნიშნული მემორანდუმი ორ მხარეს შორის ქმნის გრძელვადიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერმა ელისო ელისაშვილმა და „ჰუალინგის სპეციალური საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ გენერალურმა დირექტორმა შაო სიაოწინმა.

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები