თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
2024 წლის 21 აპრილიდან 27 აპრილამდე საქართველოში ვიზიტით იმყოფება თურქმენეთის მეჯლისის დელეგაცია.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გაიმართა დელეგაციის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გოგი მეშველიანმა და კომიტეტის სპეციალისტებმა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დელეგაციას ყურადღებით გააცნო საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ასევე საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის კანონმდებლების მიერ სახელმწიფოთაშორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დახმარების, კულტურული და ჰუმანიტარული კონტაქტების გააქტიურების, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში კავშირების თემას.
ნანახია: 710
მსგავსი სიახლეები
clickss