GIU-ში ჩატარდა სრულად დაფინანსებული სასერტიფიკატო ტრენინგი სკოლის პედაგოგებისთვის ,,რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში"
განათლება
19-02-2024 16:25
15 თებერვალს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა სრულად დაფინანსებული სასერტიფიკატო ტრენინგი სკოლის პედაგოგებისთვის ,,რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში".
ტრენინგი შედგებოდა ორი მოდულისგან:
- პედაგოგიკა და სასკოლო ასაკის ბავშვის თავისებურებები/განვითარების საჭიროებები;
- სასკოლო ასაკის ბავშვთა ქცევის თავისებურებები და მათი მართვა.
განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა:
- სასკოლო ასაკის განვითარების ეტაპები, საჭიროებები და სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში პედაგოგიკის როლი.
- ქცევის სირთულეები და მართვის სტრატეგიები.
- მოსწავლეთა სწავლის თავისებურებები და ინტერესები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU არის სამართალმემკვიდრე 2008 წელს დაფუძნებული „თბილისი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტისა, რომელსაც შემდეგ წლებში შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“.
2020 წელს უნივერსიტეტის მფლობელი გახდა მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგი – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი.
ნანახია: 577
მსგავსი სიახლეები
clickss