2025-10-29

05:38

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

სამართალი
03-10-2025 11:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა,  სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო   შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა   და  რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ნ.ქ. , უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული  მ.ი. და 2004 წელს დაბადებული ქ.მ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა  ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე,  სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ  გამზადებული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები,  მათ შორის „ჰეროინი“,  „მორფინი“, გამომშრალი „მარიხუანა“,  ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად,  ასევე, ამოღებულია  ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა და 260-ე ტერცია  მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-24 11:45
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა

2025-10-21 17:21
სამართალი

ვაჟა სირაძე - 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია

3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია

2025-10-21 11:40
სამართალი

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monar

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-20 09:58
სამართალი

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები