2025-11-08

13:16

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

სამართალი
17-09-2025 16:23

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. 

სხდომაზე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო პროკურატურამ მოითხოვა.

სხდომას ესწრებოდა სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატიც, მიუხედადავ იმისა, რომ დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა მის დაცვაზე უარი გაანცხადა.

ცნობისთვის, დღეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სავალდებულო დაცვა მოითხოვა.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები

2025-10-24 11:45
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა

2025-10-21 17:21
სამართალი

ვაჟა სირაძე - 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია

3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია

2025-10-21 11:40
სამართალი

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monar

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-20 09:58
სამართალი

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები