2025-08-25

08:12

VIDEO: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილის თვეში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

სამართალი
06-05-2025 12:48
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოდან გაძევებულ იქნა - ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის - ჯამში 96 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1001

მსგავსი სიახლეები

2025-08-15 11:58
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

2025-08-15 11:28
სამართალი

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

2025-08-14 12:56
სამართალი

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

2025-08-14 11:42
სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ო

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

2025-08-08 09:59
სამართალი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები