2025-09-05

01:32

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

სამართალი
05-03-2025 13:13

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლიშ, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი 15:00 საათიდან მიმდინარეობდა. თავდაპირველად მხარეებმა საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, შემდეგ კი დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელი, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.

მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-08-15 11:58
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

2025-08-15 11:28
სამართალი

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

2025-08-14 12:56
სამართალი

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

2025-08-14 11:42
სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ო

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

2025-08-08 09:59
სამართალი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები