2025-09-19

03:02

ინტერნაცინალური მაარიფის სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზურაბ წერეთლის მონუმენტის „საქართველოს მატიანეს“ კვლევისა და მისი პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

სამართალი
16-01-2025 15:56

ინტერნაცინალური მაარიფის სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზურაბ წერეთლის მონუმენტის „საქართველოს მატიანეს“ კვლევისა და მისი პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

პროექტის მიზანი იყო ზურაბ წერეთლის მონუმენტ „საქართველოს მატიანეს“ კვლევა და მისი პოპულარიზაცია. სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს მონუმენტის ისტორიული და მხატვრული ღირებულებები, მისი სიმბოლიკა და მნიშვნელობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები პრეზენტაციისა და პოსტერების დასამზადებლად, რათა საზოგადოებაში გაეზარდათ ცნობადობა ამ მონუმენტის შესახებ.

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიანობას, მოსწავლეებს უტარდებათ ქართულის, თურქულის, ინგლისურის, რუსულისა და გერმანული ენების გაკვეთილები. ამავდროულად, მოსწავლეებისთვის  სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, ტარდება კლუბური აქტივობები მეცნიერების, ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის სფეროებში, რომლებიც მოსწავლეებს პროფესიის დაუფლებისა და ლიდერული უნარების გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1032

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 19:11
სამართალი

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

2025-09-18 11:29
სამართალი

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მ

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

2025-09-17 16:23
სამართალი

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

2025-09-17 15:32
სამართალი

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

2025-09-15 15:29
სამართალი

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები