2024-12-22

05:20

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

სამართალი
19-11-2024 16:32

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა.

ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა, რათა გამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი მექანიზმი.

„ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, სამწუხაროდ, ნდობა არ არის. ამ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლომ თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით დააყენა დიდი დარტყმის ქვეშ. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რათა ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა იქნეს გამოყენებული.

პირველი – ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა, არამედ აეკრძალათ კიდეც; მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ესაა
არჩევნების დროს ხმის ფარულობის დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებით არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ არჩევნების ფარულობა დაირღვა, რაც ასევე კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა. ჩვენ ასევე ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომლებიც პარლამენტის წევრებს აიძულებთ, უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რაც ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან იმ პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“, – აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო და უნდა, მოსამართლეების სინდისი გამოსცადოს.

მსგავსი სიახლეები

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში

2024-12-14 21:53
სამართალი

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის საძინებელ სივრცეში ნანახი იქნა 12 ადამიანის ცხედარი!

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ,

2024-12-11 13:09
სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება!

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის

2024-12-10 16:09
სამართალი

სუს-ი - დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩე

გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება

2024-12-07 11:42
სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება!

აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები