საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს. საბოლოო ჯამში კი, ამნისტიის კანონი დაახლოებით 6000 პატიმარს შეეხება.
როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია.
„ხვალ და მომდევნო დღებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა დროს და ფორმით შეეხება 6 000-მდე პატიმარს. აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000 პატიმარი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის ხოლმე გათვალისწინებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნანახია: 984
მსგავსი სიახლეები
დიაბეტის მართვა საქართველოში - კონფერენცია ცნობიერების გაზრდისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით
დიაბეტის მართვა საქართველოში - კონფერენცია ცნობიერების გაზრდისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
ვაჟა სირაძე - 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია
3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია
საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monar
საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
clickss