2025-09-11

06:30

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

სამართალი
14-08-2024 16:06

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო! ამის შესახებნიუს დეი საქართველოსშსს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR
 მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით.
დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd
საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ეროვნული მართვის მოწმობა.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1032

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 11:23
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-09-10 00:45
სამართალი

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2025-08-15 11:58
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

2025-08-15 11:28
სამართალი

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

2025-08-14 12:56
სამართალი

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები