2025-09-11

09:29

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

სამართალი
26-07-2024 11:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
გარდა ამისა, ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონებიც არიან ჩართულები.
საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1045

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 11:23
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-09-10 00:45
სამართალი

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2025-08-15 11:58
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

2025-08-15 11:28
სამართალი

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

2025-08-14 12:56
სამართალი

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები