VIDEO: გიორგი მსხილაძე: გაუგონარი რამ ხდება - ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისათვის

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე:
დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად, უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პირველი - ამის უფლება არ გაქვთ;
მეორე - ეს არის ხელისუფლების განაწილების პრინციპის დარღვევა;
მესამე - ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობისა, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა და მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისათვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილებები.
მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იყო, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დღეს, 22 ივლისს მიმართა. სასამართლომ სარჩელი დღეს, 22 ივლისსვე დააკმაყოფილა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადდანიშნული წევრი უფლებამოსილებას ხვალ, 23 ივლისს უნდა შესდგომოდა.
ნანახია: 834
მსგავსი სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო
სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლემ ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა
clickss