ბათუმში პარაშუტი ზღვაში ჩავარდა!
ბათუმში (დასავლეთ საქართველო) გუშინ პარაშუტი (პარსეილინგი) ზღვაში ჩავარდა, რის შედეგადაც უცხოელი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაცია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, პარაშუტი ზღვაში ჩავარდა. მაშველებმა ქალი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალმა ფრენა ქმართან ერთად განახორციელა. ქმარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
პარასეილინგი გულისხმობს პარაშუტით ზღვაზე ფრენას, რომელიც კაბელით არის მიმაგრებული კატერზე და ჰაერში ადის, როდესაც ბუქსირებადი კატერი სიჩქარეს უმატებს.
ნანახია: 532
მსგავსი სიახლეები
clickss