ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა
სამართალი
04-07-2024 13:08
შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა.
რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს.
ნანახია: 330
მსგავსი სიახლეები
clickss