შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამოქალაქო უსაფრთხოების დარგში ევროკავშირის ექსპერტები ეწვივნენ
სამართალი
02-07-2024 14:18
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამოქალაქო უსაფრთხოების დარგში ევროკავშირის ექსპერტები ეწვივნენ. ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის „ტრანსსასაზღვრო რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა და აზერბაიჯანში - SAILOR" ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონის პილოტებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტრანსსასაზღვრო რისკის შეფასების ოთხდღიანი სწავლება ჩატარდა. აღნიშნული გააუმჯობესებს ტყის ხანძრის რისკის შეფასებას, რუკების შედგენას, ასევე, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვართან მონიტორინგის პროცესს.
ვიზიტის დასასრულს, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „SAILOR“ 2023 წელს დაიწყო და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო პროექტის ბოლოს დაგეგმილია სრულმასშტაბიანი საველე სწავლების ჩატარება საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო ზონაში ტყის ხანძრების სცენარის მიხედვით.
პროექტი დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (UCPM) საპროექტო გრანტის ფარგლებში და მიზნად ისახავს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებას და ერთობლივი საველე სწავლების ჩატარებას.
ნანახია: 415
მსგავსი სიახლეები
clickss