2024-12-25

18:10

პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული

სამართალი
13-05-2024 11:13

პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული.

დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.

აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს.

მსგავსი სიახლეები

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში

2024-12-14 21:53
სამართალი

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის საძინებელ სივრცეში ნანახი იქნა 12 ადამიანის ცხედარი!

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ,

2024-12-11 13:09
სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება!

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის

2024-12-10 16:09
სამართალი

სუს-ი - დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩე

გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები