2025-09-12

10:50

გუშინდელ აქციაზე სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი

სამართალი
17-04-2024 09:53
"გუშინდელ აქციაზე სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი". ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაციის განცხადებაში,
მასში კერძოდ აღნიშნულია, რომ "რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.
აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1120

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 17:20
სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

2025-09-10 11:23
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-09-10 00:45
სამართალი

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2025-08-15 11:58
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

2025-08-15 11:28
სამართალი

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები