ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებს

ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ოთხმა ქართულმა ორგანიზაციამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაიწყეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და სტუდია მონიტორი განახორციელებენ.
პროექტის მთავარი მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას დაეთმობა. დასახული ამოცანები შესაძლებლობების განვითარების, ადვოკატირების, შეფასებებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით მიიღწევა.
„სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მომწიფებული დემოკრატიის მნიშვნელოვან აქტორს, რომელიც მთავრობას ანგარიშვალდებულს ამყოფებს და მას არსებით წინადადებებს სთავაზობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს მოიცავს არა მხოლოდ ცხრა პირობის განხორციელების ზედამხედველობას, არამედ რეფორმებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას და ევროინტეგრაციაში რეალური სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.
პროექტი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და ის 2026 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 1260
მსგავსი სიახლეები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
clickss