2025-09-12

21:10

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა

სამართალი
02-02-2024 11:19

 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, https://info.police.ge/ 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია.
როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც გაგრძელდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია და გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.87%.
2023 წელს შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები.
საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობების და განზრახ მკვლელობის მცდელობების 178 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია - 8.71%-ით.
ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებიც.
გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც. შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები.
პოლიციის მიერ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები.
2023 წელს 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები გაზრდილია 20.53%-ით.
გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება კიბერდანაშაულის მიმართებითაც და 7,3 %-ით მეტს შეადგენს.
მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობისა და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად 2023 წელს გაზრდილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა.
რაც შეეხება ქორწინების იძულების ფაქტებს, 2023 წელს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, რაც მეტწილად საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებითაა განპირობებული.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1185

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:14
სამართალი

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

2025-09-12 11:23
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგ

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

2025-09-11 17:20
სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

2025-09-10 11:23
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-09-10 00:45
სამართალი

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები