საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წ. გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე იქნა განხილული. ამის შესახებ „ნიუსდეი საქართველოს“ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე დასტური გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის საჯარო ადმინისტრირების, როგორც მდგრადი განვითარების ეფექტური ხელშემწყობი მექნიზმის, გაძლიერებისთვის და მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას 2026 წლის ფორუმის მოსამზადებლად“, – აღნიშნულია წერილში.
რატი ბრეგაძე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში შეხვდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის სავიზიტო ბარათია; მასზე ხელმისაწვდომობას კი, უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
ნანახია: 1231
მსგავსი სიახლეები

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს
მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
clickss