2025-09-13

05:01

პოლიციამ „თბს-ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დააკავა

სამართალი
04-01-2024 09:09
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:14
სამართალი

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

2025-09-12 11:23
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგ

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

2025-09-11 17:20
სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

2025-09-10 11:23
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-09-10 00:45
სამართალი

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები